აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერისიონის საბავშვო სტუდია ''ლამპრების'' წევრები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.დაშავებულები აესევ მოინახულა ტრაპიზონის მერმა, ვოლქან ჯანალიოღლუმ.
დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ. ორი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. იგეგმება ბავშვების საქართველოში გადმოყვანა.
ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

















