logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება
ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება
09:07 14.07.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასესხო და საგრანტო ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში ევრობანკს პირველად შემოჰყავს საკუთარი საქმიანობის ქვეყანაში ელექტრო ავტობუსები მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორში. პროექტი ხორციელდება ევრობანკის მიერ მართულიმრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში.

დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რისშედეგადაც ბათუმის საქალაქო -სატრანსპორტო პარკს 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება.
„მოგეხსენებათ, გაეროს მხარდაჭერით ბათუმში ხორციელდება პროექტი „მწვანე ქალაქები“,დღეს კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ჩვენი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და ევროპული სერვისების დანერგვისათვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტიდაიგეგმა“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რის შედეგადაც ბათუმს 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსიმოემსახურება. პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე“ კაპიტალდაბანდების წახალისებას.

ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიცბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს.

E5P ხელს უწყობს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგო ეფექტურობა, ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. ფონდი, ასევე, მხარს უჭერს დარგობრივი პოლიტიკის სფეროში წარმოებულდიალოგს. E5P მიზნად ისახავს აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონში გრანტების საშუალებით კაპიტალდაბანდებების წახალისებას ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყალმომარაგებისა და კანალიზაციისსისტემის რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და ენერგო ეფექტურობა საჯარო შენობებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა