logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ალექსანდრე ჯეჯელავა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე ჯეჯელავა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა
13:27 12.07.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ- ანტონ ცაილინგთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა, სამეცნიერო სფერო და საერთო ევროპული კვლევების კუთხით თანამშრომლობის საკითხები იყო. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი.
„საქართველოს მეცნიერებისა და განათლების რეფორმისთვის მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ავსტრიული მეცნიერება ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში, როგორც საერთო ევროპული კვლევების კუთხით, ასევე გლობალური მიმართულებით. ამიტომ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, ველით აკადემიის წარმომადგენლებს საქართველოში, რათა მეტი ინფორმაცია გაიცვალოს ქართულ და ავსტრიულ საზოგადოებას შორის, დაიგეგმოს და საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ პროექტებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავა.
პროფესორი ანტონ ცაილინგის განცხადებით, ქართველი ახალგაზრდები ავსტრიაში იქნებიან მიწვეულნი, რათა ავსტრიის სამეცნიერო კლუბში გარკვეული პერიოდი გაატარონ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გვესტუმრა. გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევებზე. გამოიკვეთა რიგი თემები, რაზეც უმჯობესია ერთობლივი მუშაობა. გაჩნდა იდეა, რომ დავაკავშიროთ ორივე ქვეყნის მეცნიერები და ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ერთობლივი თანამშრომლობით. მაგალითად, მოვაწყოთ სამეცნიერო კონფერენციები, ასევე შესაძლებელია ქართველი ახალგაზრდების მოწვევა ავსტრიაში, რათა გარკვეული პერიოდი გაატარონ ჩვენს სამეცნიერო კლუბში“- განაცხადა პროფესორმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა