საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამხედრო
მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ლუდსახარში „ზედაზენი“ მოინახულეს. გორის რაიონის მცხოვრები სამხედროების შვილები წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოზარდებმა არმაზში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალიც მოინახულეს და არმაზისხევს-პიტიახშების რეზიდენცია, ასევე სამაროვანი დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბავშვებს კომპანია „ვენდისმა“ უმასპინძლა.
ბავშვები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „ზედაზენის“, „ვენდისისა“ და ქალთა საქველმოქმედო ფონდ „ვიქტორიას“ წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი მედიცინის დარგში ფრენსის ბანისტერი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

















