logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარაში სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია იწყებს მუშაობას
აჭარაში სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია იწყებს მუშაობას
13:32 11.07.2017
აჭარაში დღეიდან სტრატეგიული სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია ამოქმედდება. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე სამმხრივი სოციალური დიალოგი ეროვნულ დონეზე ევროპის კონტექსტში. კომისიას ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის აჭარის რეგიონში შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კომისიის მუშაობის პროცესში მთავრობის ჩართულობზე.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ - აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის მიზნით შევიკრიბეთ. სამმხრივი კომისიაუკვე არსებობს ეროვნულ დონეზე და მისი შექმნა აჭარაში ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, მის შესაძლებლობებსა და მზარდ განვითარებას. საკითხები, რომლებზედაც უნდა იმუშაოს აჭარაში დაარსებულმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, საინტერესოა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავართმევთ თავს ახალ რეფორმებს, გავაუმჯობესებთ ჩვენი მოქალაქეების შრომით უფლებებს, დავამკვიდრებთ დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარაში მოქმედი სოციალური პასუხისმგებლობის სამმხრივი კომისია წარმოდგენილია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს,განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შემადგენლობით. კომისია დაარეგულირებსურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავს მშრომლეთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისისა საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქრთველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება,დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობაას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმომადგენელი ელზა ჯგერენაია, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ კორძაია, შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ლეო სიბელი და ჟოლტ დუდაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო შრომის ორგანიზაცია (ILO) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა