დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის მეურნეობის, ლილოს დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, კოლხეთის, რომის და დოლიძის წყალტუბოს, მირცხულავას, ვაზის, დეკანოზიშვილის, მიშველაძის, თამარაშვილის, გიორგი წერეთლის, სარაჯიშვილის, წყალსადენის, ფეიქართა, ასათიანის, ბეთლემის, დადიანის, გორგასლის, შეშელიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას საირმის და შარტავას ქუჩების,
10 საათიდან 16 საათამდე დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელ გლდანის, ქსნის, ავშნის, ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლები.

















