საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე (სოფელ ცდოსთან) გზის
სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა, რათა გზის გაწმენდა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა მოხდეს.

















