logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ომბუდსმენი: მავნე სათამაშოები, რომელთა კონტროლი სახელმწიფოს მიღმა რჩება, ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
ომბუდსმენი: მავნე სათამაშოები, რომელთა კონტროლი სახელმწიფოს მიღმა რჩება, ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
15:48 07.07.2017
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „უსაფრთხო სათამაშოს“ კამპანიის ფარგლებში საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა და კამპანიის მიზნები გააცნო. სახალხო დამცველის განცხადებით, ბაზრის ზედამხედველობის ორგანო კანონით არ არის განსაზღვრული და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება – მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არ არსებობს ხარისხს მაკონტროლებელი რეგულაცია, არც მონიტორინგის სისტემა და შესაბამისად არც კონკრეტული სანქციები.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სათამაშოების ხარისხის რეგულაციების შემუშავების კუთხით საქართველოს მთავრობის მზაობას, თუმცა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა 2019 წლისთვის იგეგმება და მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები, რათა წარმოებასა და იმპორტში ჩართული მხარეები მზად იყვნენ ცვლილებისთვის.
უსაფრთხო სათამაშოების კამპანიის ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. 2017 წლის 22 და 23 ივნისს სახალხო დამცველის მოადგილეები ნათია კაციტაძე და ეკატერინე სხილაძე თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ქიმიკოსებს, ფსიქოლოგებს, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებს და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ბავშვის პიროვნული განვითარების პროცესში სათამაშოების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ქიმიური ანალიზის შესაძლებლობებსა და უსაფრთხო სათამაშოს მიგნების სირთულეებზე ისაუბრეს. 2017 წლის 6 ივლისს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ბაღების გაერთიანების სააგენტოს წარმომადგენლებთან, საბავშვო ბაგა–ბაღების დირექტორებთან, პედიატრებთან და ალერგოლოგებთან სათამაშოების უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ლაბორატორიული კვლევებისა და პროდუქციაზე ნივთიერებების შემცველი ანოტაციის დართვის აუცილებლობა განიხილა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წევრები, რომელიც სახალხო დამცველის კამპანიასთან თანამშრომლობის მიზნით დაფუძნდა.
სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირის რეგულაციებით აკრძალულია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა