საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სამმა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი შეიმუშავა. ინფორმაციული
გაცვლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უწყებებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება უზრუნველყოფს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) გამართვას. ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი ხელს შეუწყობსამ უწყებებსა და მათ ქსელშინების მიერ საინფორმაციო სისტემის ეფექტურ მართვას.
ინფორმაციული გაცვლის სისტემის გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას. სისტემის გამართვა მნიშვნელოვანია ლაბორატორიული მონაცემების, ასევე მონიტორინგის ვიზუალიზაციისათვის. ის, ასევე საშუალებას იძლევა ტესტის შედეგებისა და მონაცემთა ელექტრონულ გაცვლას/გაზიარებას.
უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებას და წარმართვას. ასევე, თანამშრომლობის ფორმები მოიცავს: გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) მონაცემთა ბაზების, ვექტორული და რასტრული მონაცემების, საბაზისო და თემატური გისფენების, გისრუკებისა და ვებ–სერვისების გაცვლას, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-მეთოდური მასალის შექმნას, პარტნიორობას გისსწავლების ორგანიზებაში და ა.შ.

















