logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვანი ფაქტორია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის
ლევან დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვანი ფაქტორია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის
14:21 04.07.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „საქართველოსა და მისი რეგიონების პროდუქციის ბრენდირება: გეოგრაფიული აღნიშვნის მნიშვნელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კონფერენცია საქართველოში მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების მიზნითაა ორგანიზებული. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“, საწარმოო ბაზის და ნედლეულის შექმნით, სექტორის განვითარებას დაეხმარება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბალვანერამ.
„წარმატებულ გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემას კულტურული მემკვიდრეობისა და გამორჩეული ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება შეუძლია და, შესაბამისად, სოფლად ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაც”, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა.
ბრუნო ბალვანერამ ყურადღება საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.
„საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ FAO-სა და EBRD-ის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში რძის წარმოების გაზრდა, წარმატებით თანამშრომლობს მერძევეობის დარგის კომპანიებთან“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
კონფერენციაზე მერძევეობის სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მწარმოებელთა ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა