logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა
22:15 30.06.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.

კონფერენციაზე განიხილეს თემები რომელიც ეხება აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, სამეცნიერო წრეების, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა