logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ახალ პროექტზე მუშაობს
ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ახალ პროექტზე მუშაობს
21:10 30.06.2017
ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ახალ ჩარჩო-პროექტზე მუშაობს. ევროკავშირის 49 მილიონ ევროიანი საბიუჯეტო და ტექნიკური დახმარება, რომელიც პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყოფა, ძირითადად, ეკონომიკური და საბაზრო შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება კონცენტრირებული და მიმდინარე პროგრამის (27 მილიონ ევროიანი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროექტი) გამოცდილებას დაეფუძნება.
პროგრამა 2018 წელს ამოქმედდება და მის განხორციელებაში ჩართული იქნება 4 სამინისტრო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სპორტისა და ახალგაზრდობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამინისტროებთან სამუშაო შეხვედრები. ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის მონაწილეობით გაიმართა.
ახალი პროექტი იქნება უფრო ფართო სპექტრის და მოემსახურება უნარ-ჩვევების განვითარებას შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პროგრამის მიზანია დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თვითდასაქმება ან, უკვე არსებული სამუშაო ადგილების პირობებში, მოერგონ მოთხოვნებს და დასაქმდნენ. პროგრამა ასევე დაეხმარება დასაქმებულ პირებს აიმაღლონ კვალიფიკაცია.
ევროკავშირის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია: აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის შემუშავება, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების პროგნოზირება, პროფესიული ორიენტაცია და კონსულტირება, საჯარო დასაქმების სერვისების განვითარება, პროფესიული განათლების განვითარება, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა, განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და კერძო-საჯარო პარტნიორობა, მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება, სამეწარმეო სწავლება და საკვანძო კომპეტენციების განვითარება.
49 მილიონ ევროიანი გრანტი ეძლევა საქართველოს მის მიერ პრიორიტეტად დასახული მიზნების განსახორციელებლად და იმ აქტივობებისთვის, რომელიც გაწერილია შესაბამის სტრატეგიებში და სამოქმედო გეგმებში 2018 წლიდან შემდეგი 5 წლის განმავლობაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა