logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნოდარ კერესელიძე შვეიცარიის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ნოდარ კერესელიძე შვეიცარიის დელეგაციის წევრებს შეხვდა
20:07 30.06.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსს, ელისაბეთ ფონ კაპელერს შეხვდა.
ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე საქართველო-შვეიცარიას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შვეიცარიის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის შექმნა, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობით მიღებული მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ანალოგიური მხარდაჭერის ინიცირების განხილვა. საუბარი შეეხო დანიისა და შვეიცარიის მთავრობების ერთობლივ პროგრამასაც „სოფლის მეურნეობის განვითარება“.
შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ელისაბეთ ფონ კაპელერი ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების საკითხებით და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვით დაინტერესდა.
ნოდარ კერესელიძემ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე და ამ გეგმით გათვალისწინებულ განათლების განვითარების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პროფესიული განათლების განვითრების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მიხედვით იდენტიფიცირებულია დეფიციტური და მოთხოვნადი სპეციალობები, პარალელურად ხორციელდება პროფესიული სასწავლებლების განვითარება, რაშიც ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი.
ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული აქვს ხედვა, სადაც განათლება განვითარების საფუძველია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა ფერმერებისა და მეწარმეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ ისეთ დახმარებებზეც მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა შეღავათიან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა.
ელისაბეთ ფონ კაპელერმა ნოდარ კერესელიძეს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას აგრარული დარგის განვითარების საკითხებში აქვთ ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება.
აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, შვეიცარიის მხარესთვის საქართველოსთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება კვლავ პრიორიტეტულად რჩება. თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იქნება შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება პროფესიული განათლების მიმართულებით, სადაც არსებითია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღება.
შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი ოლივიე ბურკი, ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარბარა ბიონი, რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე სიმონე ჰაბერლი, საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელი ბექა თაგაური და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა