სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საგარეჯოს რაიონში 587 კმ2 საერთო ფართობის შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში
ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.
უწყების ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის თავზე ღრუბლის მასებმა ჩამოყალიბება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35 მმ იყო.
17:26 სთ-დან 17:57 სთ-მდე ღრუბლები 20 ერთეულამდე რაკეტით დამუშავდა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ეფექტური დამუშავების შედეგად ნალექსის სრული მასა აღნიშნულ რაიონში ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

















