logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ომბუდსმენი პრემიერს მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ რეკომენდაციიტ მიმართავს
ომბუდსმენი პრემიერს მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ რეკომენდაციიტ მიმართავს
16:58 29.06.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ.
"საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულია და სამოქმედოდ დაშვებულია მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის შემცველი სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП III-4-80), რომელიც მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი და გამომდინარე იქიდან, რომ განეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არ არის განთავსებული. საქართველოს კანონმდებლობაში მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის არარსებობა საფუძველს უყრის მისი არაოფიციალური სახით გამოყენებასა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას.
მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) რუსულ ენაზე მოქმედების გარდა, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიუღებლობა და შესაბამისად, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ასეთი აქტის არარსებობა.
მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ზემოხსენებული საკანონმდებლო ბადე ორაზროვანი, ბუნდოვანი და განუსაზღვრელი მასშტაბის ნორმებითა და წესებით ხასიათდება, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით მიღება და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მისი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არსებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირება"-ნათქვამია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა