logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის თემით დაინტერესდნენ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის თემით დაინტერესდნენ
16:53 29.06.2017
აზერბაიჯანის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს „საჩხერის სამედიცინო ცენტრმა“ უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სამედიცინო ტურიზმია.
პრესტური, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო, მიზნად ზოგადად საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავდა.

პრესტურის მონაწილეები ახლოს გაეცნენ საჩხერის მრავალპროფილურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც განთავსებულია თითქმის 5 ჰექტარზე გაშლილ 6 კორპუსში, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება პაციენტზეა ორიენტირებული. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს სტაციონარული განყოფილებები, მრავალპროფილური პოლიკლინიკა, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, კომფორტული სასტუმრო, რომელიც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია.

„აზერბაიჯანიდან ჩამოსული 11-კაციანი ჯგუფის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჩვენი კლინიკა აღმოჩნდა, სადაც დაათვალიერეს რამდენიმე დეპარტამენტი, დაინტერესდნენ დიაგნოსტიკური ნაწილით. რამდენიმე სტუმარმა გამოკვლევაც ჩაიტარა,“ - აღნიშნა „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერმა თამარ მელიქიძემ.


თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ სტუმრებიც საუბრობენ.
ზაჰიდ ნურგილაევი, პორტალ ,,telegraf.com”-ის რედაქტორი:
„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლინიკამ, თავისი თანამედროვე ტექნოლოგიებით და პერსონალმა, რომელთაგან უმეტესობას განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. დღეს სამედიცინო ტურიზმი მთელს მსოფლიოში ვითარდება და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენთვის, აზერბაიჯანელებისთვის სამკურნალოდ საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ხელსაყრელია. გარდა იმისა, რომ აქ უმაღლესი დონის სამედიცინო პროცედურებზე ხელმისწვდომი ფასებია, დახვედრაც სულ სხვანაირია. აქ რომ ჩამოვდივართ, თავს თითქოს ისევ სახლში ვგრძნობთ. ჩვენ მაქსიმალურად გავავრცელებთ ინფორმაციას, რათა აზერბაიჯანის მოქალაქეები აუცილებლად დაინტერესდნენ კლინიკა მედი-ჰაუსით.“
აინურ ჰაჯიევა, წამყვანი ბლოგერი ინტერნეტგამოცემებზე: ATV.az, 1news.az, baku.ws:
„ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ასეთი დონის სამედიცინო მომსახურება აზერბაიჯანში დიდ ინტერესს გამოიწვევს. საქართველო ჩვენთან ახლოს მდებარეობს, აქ ძალიან კომფორტული გარემოა და ფასების პოლიტიკაც ჩვენი თანამემამულეებისთვის მისაღები იქნება. ისინი აქ აუცილებლად ჩამოვლენ „საჩხერის სამედიცინო ცენტრში. უბრალოდ, ამისთვის აუცილებელია, შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ, ამაზე კი, ჩვენ, ჟურნალისტები ვიზრუნებთ.“
გარდა სამედიცინო ცენტრისა, სტუმრებმა დაათვალიერეს ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობები: მოინახულეს კაცხის სვეტი, იყვნენ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, ნახეს უძველესი მარნები.
„ჩვენი მიზანი იყო, სტუმრებისთვის გაგვეცნო საქართველოს ის პატარა ნაწილი, რომელსაც ზემო იმერეთი ჰქვია,“ - დასძენს „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერი თამარ მელიქიძე.
აღსანიშნავია, რომ პრესტურის ფარგლებში ჩამოსული აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოს სამედიცინო ტურიზმის შესახებ მოამზადებენ სტატიებს, გააკეთებენ რადიო-სიუჟეტებს და გადაცემებს წამყვანი ტელევიზიებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა