logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში პროგრამირების სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
ტექნოპარკში პროგრამირების სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
18:09 28.06.2017
ტექნოპარკში დღეს მოსწავლეთა პროგრამირების (კოდინგის) სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნილი პროექტები - code.org პლათფორმაზე აწყობილი კომპიუტერული თამაშები წარმოადგინეს. კონფერენციაზე მოსწავლეების ნამუშევრებს გაეცნენ და სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ, Microsoft საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ და Educare Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჯიბლაძემ.
მოსწავლეებს ასევე, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს „სტარტაპ საქართველოს“ ბენეფიციარმა კომპანიებმა WiFisher და GRID.GE, ხოლო ტექნოპარკის თანამშრომლებმა, მათ საინტერესო ტური მოუწყვეს.
პროგრამირების გაკვეთილები სკოლებში 2017 წლის თებერვლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის ფარგლებში დაიწყო. პირველ ეტაპზე, პროექტში საქართველოს მასშტაბით 11 საჯარო სკოლა ჩაერთო. აღნიშნულ სკოლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, Microsoft Georgia-ს და Educare Georgia-ს პარტნიორობით, კოდინგის სასკოლო კლუბები შეიქმნა, სადაც მოსწავლეებმა პროგრამირების საფუძვლების შესწავლა თამაშების და სახალისო აპლიკაციების აწყობის გზით დაიწყეს. გაკვეთილები დატვირთული იყო კომპიუტერული აქტივობებით და რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილი პროგრამირების ელემენტებით. პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა ააწყეს ინდივიდუალური თამაშები და აპლიკაციები. მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება პროგრამის გაფართოება.
კომპიუტერული პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებები დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში და მოთხოვნა საგრძნობლად აჭარბებს მიწოდებას. ევროპაში უკვე 15 ქვეყანა ნერგავს პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს სკოლის ძირითად კურიკულუმში. პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარი იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ტექნოლოგიების სექტორში მუშაობა, არამედ განკუთვნილია იმისთვისაც, რომ მოსწავლემ განივითაროს ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა