logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული
10:38 28.06.2017
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ქიმიური წამლობა მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება და ვადები ზედმიწევნით არის დაცული.
„წამლობის თარიღი და მავნებლის გავრცელების არეალი ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა. ქიმიური წამლობის ვადა მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაიგეგმა. მიუხედავად უხვი ნალექებისა, სამუშაოები აქტიურად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მობილიზებულნი არიან, რათა ღონისძიებები ეფექტიანად ჩატარდეს და მავნებლის მიერ გამოწვეული ზარალის ოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
ქიმიური წამლობა ტარდება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.
შესაწამლი ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტისა (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ფერმერებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა