logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მაია მიმინოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია - „საგანმანათლებლო პოლიტიკის და კვლევების ასოციაცია“ დაარსა
მაია მიმინოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია - „საგანმანათლებლო პოლიტიკის და კვლევების ასოციაცია“ დაარსა
13:15 28.06.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია   - „საგანმანათლებლო პოლიტიკის და კვლევების ასოციაცია“ დაარსეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში გაიმართა. ასოციაციის პრეზიდენტი მაია მიმინოშვილი იქნება.

როგორც პრეზენტაციაზე მიმინოშვილმა აღნიშნა, ასოციაციის ძირითადი მიზანი კვლევების საფუძველზე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების შესწავლა და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციების შემუშავებაა.

მისი თქმით, ასოციაცია წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების შესწავლასა და ამ გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

“ორგანიზაცია შექმნა გუნდმა, რომელიც საგამოცდო სფეროში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს ის გუნდია, რომელმაც ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა. უნიკალური შემთხვევაა, რომ ისევ ერთად ვართ. ერთად მუშაობის გამოცდილება იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ ორგანიზაციით კარგი საქმეები გავაკეთოთ“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ასოციაციის ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო კვლევების, მათზე დაფუძნებელი რეკომენდაციების მომზადება და განათლების სამინისტროსთვის მიწოდება იქნება.

როგორც მიმინოშვილმა განმარტა, უახლოეს მომავალში, ასოციაცია რამდენიმე საპროექტო მიმართულებას წარადგენს.

„საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“, რომელშიც 60 თანამშრომელია გაწევრიანებული, საკუთარ საქმიანობას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელებს, რომელთა რიგებშიც ჰოლანდიური ორგანიზაცია “DUTCH TEST“ იქნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა