logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა
ზურაბ პატარაძე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა
20:53 27.06.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის და განსაკუთრებულად აღნიშნა რეგიონისთვის პროექტის ,,მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის“ კონცეფციის მნიშვნელობა.
ზურაბ პატარაძემ აჭარის მაღალმთიანეთში ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს თავიანთი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო გაეროს მისიის ხელმძღვანელთან. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზეც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაეროს მისიას მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის და პროექტებისთვის, რაც დაგეგმილია ჩვენს რეგიონში. ჩვენ დავაანონსეთ ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში და ზუსტად ამ პროექტების შესრულებაში, განვითარებასა და გაგრძელებაში გაერო მაქსიმალურად მხარს გვიჭერს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ნილს სკოტმა ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის თანადგომას და აქტიურ მონაწილეობას პროექტების განხორციელებაში. ,,გაეროს განვითარების პროგრამამ ძალიან ბევრი შეიძინა და ისწავლა აჭარის რეგიონში პროექტების განხორციელების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ აჭარის მთავრობა ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს ყველა პროექტის განხორციელებაში. აჭარის რეგიონი მისაბაძი მაგალითია საქართველოს სხვა რეგიონებისთვის“ - აღნიშნა ნილს სკოტმა.

შეხვედრის დასასრულს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ აჭარის რეგიონთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა