logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხზე კონფერენცია გაიმართა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხზე კონფერენცია გაიმართა
13:37 27.06.2017
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხზე დღეს სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციას ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა. კონფერენცის მონაწილეებს ასევე მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარულ კომპანია „ეს-ჯი-ეს“-სს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე. ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი ფუნქციონირებს. თუ ისინი „ეს -ჯი-ეს“-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელება მომავალში მათაც შეეძლებათ.ტექნიკური დათვალიერების პროცესი უკვე დაწყებულია მაღალი გამავლობის, საქალაქთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავებისთვის. მომდევნო წლიდან კი ეს პროცესი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის საყოველთაო და სავალდებულო გახდება,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა.
კონფერენციის ორგანიზატორის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულიღონისძიება ახალი რეფორმის შემოღებასემსახურება, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების საკითხს ეხება.
„ვიცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით ინსპექტირების ბოლო ვადა არის 2018 წლის პირველი სექტემბერი. თუმცა, ეს არის დავალება, რომლის შესრულებაც ჩვენ წინა დღეს არ უნდა დავიწყოთ. პირველ იანვარს უნდა დაიწყოს ამ რეფორმის იმპლემენტაცია, რადგან მძღოლებს გარკვეული პერიოდი დასჭირდებათპროცესში ეტაპობრივი მონაწილეობისთვის. მათთვის ეს რეფორმა მტკივნეულიარ იყოს. გასათვალისწინებელია ჩვენი ავტოპარკის არასახარბიელო მდგომარეობაც, არსებული სოციალური ფონი და ა.შ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა