სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი საზღვრების აშენება სოფლის მეურნეობაში“
(CNFA- Cultivating New Frontiers in Agriculture)ვიცე-პრეზიდენტს, ედ კეტურაკისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აშშ-ს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორობა დადებითად შეაფასეს და CNFA-ისთანთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტსსოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიებზე, დარგის განვითარებისთვის საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე,ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის კუთხით მიმდინარე პროცესებზედა სახელმწიფოს მხარდაჭერით მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის დადებით ტენდენციებზე.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროსაქტიური მხარდაჭერისთვისაშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID)მადლობა გადაუხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების მქონე აგრარული პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულ სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე - სარწყავი სისტემების მოწესრიგებაზე, საოფლო-სამეურნეო ტექნიკაზეფერმერთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მოსავლის დაბინავებაზე და სხვა.
შეხვედრაზე CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტმა,ედ კეტურაკისმა აგრარული დარგის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, CNFA-ისთვისსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

















