logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა
ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა
13:19 26.06.2017
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა - „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი) და „მუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.
აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისმოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც მან აღნიშნა, კონკურსი „GALICJA VITIS“ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. მოპოვებული ოქროს მედლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმეწელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. აღსანიშნავია, რომ კონკურსს წელს პირველად დაემატა კატეგორია: ქვევრის ღვინო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში ექსპორტის ზრდისკუთხით პოლონეთში“ - განაცხადა თამთა ყველაიძემ.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყნის 25 პროფესიონალი, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასეს.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS. 2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა Galicja Vitis-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიასპოლონეთის ქალაქ ქალაქ იასლოს ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა