logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტელეკომპანია "თრიალეთი" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" თაღლითობაში ადანაშაულებს
ტელეკომპანია "თრიალეთი" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" თაღლითობაში ადანაშაულებს
13:07 26.06.2017
ტელეკომპანია "თრიალეთის" ხელმძღვანელობა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" თაღლითობაში ადანაშაულებს და ქვეყნის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავარ პროკურორსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის თავმჯდომარეს სპეციალური განცხადებით მიმართავს.
განცხადების ტექსტს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"გწერთ, კორუფციულ გარიგებაში და თაღლითობაში მრავალგზის დადანაშაულებულ, მოძალადე და ცრუ ორგანიზაციის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" შესახებ.
გაცნობებთ, რომ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ტელეკომპანია "თრიალეთს" უკანონოდ 1152 ლარის გადახდა დააკისრა.
დაჯარიმების მიზეზად, მათ ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში მრიცხველის არქონა დაასახელეს, რომლის დაყენებასაც ტელეკომპანია თავად სთხოვდა მათ.
ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში მისულ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელს, "თრიალეთის" ოფისის დირექტორმა სთხოვა ეცნობებინა მისი სამსახურისთვის, რომ დაეყენებინათ მრიცხველი, ხოლო კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო თანხას, ტელეკომპანია აანაზღაურებდა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელი დაპირდა, რომ ამ ინფორმაციას მიიტანდა შესაბამის სამსახურამდე და მოვიდოდნენ მრიცხველის დასაყენებლად.
ჩვენ ჩვეულებრივ ველოდებოდით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სამსახურის წარმომადგენლებს და მრიცხველის დაყენებას. ამასთანავე, წყლის მოხმარება გვქონდა შეჩერებული. ოფისი მუშაობდა კვირაში 2-3 დღე, დღის განმავლობაში 2 საათით, ჩაწერაზე და საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებდით მაღაზიაში ნაყიდ წყალს.
ამ დროის განმავლობაში კიდევ იყო შემთხვევა, როდესაც მოვიდნენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სხვა წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ მთვრალ და აგრესიულ მდგომარეობაში, რომლებთან ნორმალური ლაპარაკიც კი არ მოხდა. მთვრალი წარმომადგენლების მოსვლის შესახებ, "თრიალეთის" ოფისის ხელმძღვანელმა შეატყობინა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზს და აქვე, კიდევ ერთხელ სთხოვა მათ, რომ შეეტყობინებინათ ხელმძღვანელობისთვის და მოეხდინათ ოფისში მრიცხველის დაყენება.
ამის შემდეგ, ივნისის თვის დასაწყისში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელმა ვანო ქურდაძემ, ჩვენს მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. მან წყლის შემომავალი მილის ზომა გაამრავლა სამუშაო საათებზე, თვის დღეებზე და მიიღო გადასახდელი თანხა, ისე რომ, თითქოს ყოველდღე, სავსე მილებით, უწყვეტად მოედინებოდა წყალი ტელევიზიის სტუდიაში.
ადმინისტრაციული ოქმი მოგვიტანეს 11 მაისს 12:00 საათზე, გორში, ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში და აქვე გადმოგვცეს ტიტულიან ფურცელზე, ბეჭდის და ხელმოწერის გარეშე, დაწერილი შეტყობინება #OG17-32138, სადაც ჩვენთვის გაურკვეველი პირი გვწერდა: "11 მაისს 10:30 სთ-ზე დაბარებული ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".
დაბარება ეხებოდა ჩვენს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას. წერილი მოგვიტანეს 12 საათზე და გვიბარებდნენ გასულ დროს, 10:30 საათზე.
ჩვენ ვუპასუხეთ წერილობით, რომ გასულ დროში ვერ მივიდოდით განხილვაზე და აქვე, მოუწოდეთ, რომ შეესწავლათ საკითხი და უკანონო გადასახადი მოეხსნათ, რადგანაც, ჩვენ მათ რამდენჯერმე მივმართეთ მრიცხველის დაყენების თხოვნით. რომ ჩვენ თვითონ ვერ დავაყენებდით და ვერ დავლუქავდით მრიცხველს. და რომ მზად ვყავით, ნებისმიერ მომენტში დაეყენებინათ მრიცხველი.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან" ჩვენ კიდევ მივიღეთ ახალი შეტყობინება, უკვე სხვა დღეს დაბარების შესახებ. რადგანაც ჩვენი პოზიცია წერილით უკვე მიწერილი გვქონდა, განხილვას არ დავესწარით. მათ მოახდინეს განხილვა და ახლა ტელეკომპანიას დაჯარიმების ნაცვლად, გაფთხილება გამოუცხადეს. ასევე, მათ გამოგზავნეს თავიანთი წარმომადგენლები და მრიცხველიც დაგვიყენეს.
მაგრამ, 22 ივნიის ოფისში მოვიდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა წყლის მილების ჩაჭრა, იმის გამო, რომ ჯარიმის თანხა, 1152 ლარი არ გვქონდა გადახდილი. ის მოითხოვდა ოთახში შესვლას და წყლის მილის ჩაჭრას. ჩვენ არ შეუშვით ოფისში და უთხარით, ამ ამბავს გავასაჩივრებდით, თუმცა მან აქტი შეადგინა.
იმის გამო, რომ ჩვენ გავასაჩივრეთ უკანონოდ დაკისრებული თანხის გადახდა, ფაქტის განხილვის შემდეგ, მოგვივიდა დადგენილება # OG17-37954 (31.05.2017), სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელის სახით მოგვცეს გაფთხილება. ამ დადგენილებაში, არ არის ნახსენები თანხის გადახდა და ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ ჯარიმა გადასახდელი არ გვქონდა, რადგანაც ერთი და იგივე ფაქტზე, ორი სახდელის დადება არ მოხდებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეორე დადგენილება, ან არასერიოზული მოქმედებაა, ან დაგეგმილი ტყუილი, რომ საკითხის გასაჩივრების დრო გაგვქცეოდა.
ჩვენთვის ცნობილი იყო სხვადასხვა ფაქტები, როდესაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სხვა ორგანიზაციებს, თუ მოსახლეობის წარმომადგენლებს, მსგავსად მოქცევიან, თუმცა ჩვენ შემთხვევაში, გაურკვეველი იყო, თუ რა მიზეზით უნდა მოგვდავებოდნენ.
ჩვენ, გარდა მათთვის ინფორმაციის მიწოდებისა, რა უნდა გაგვეკეთებინა? უნდა დაგვეძალებინა მრიცხველის დაყენება, თუ დავლოდებოდით? ჩვენ ხომ არ შეგვიშლია ხელი? ჩვენ ხომ იქით ვეხვეწებოდით მრიცხველის დაყენებას? მოსულიყვნენ და დაეყენებინათ.
ვფიქრობთ, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", მიზანმიმართულად, მოტყუებით, თაღლითურად, ხელოვნურად შეგვიქმნა ის სიტუაცია, რომ ჩვენთვის ჯარიმა დაერიცხათ. მიუხედავად, ჩვენი არაერთი თხოვნისა, ისინი არ მოვიდნენ, არ დაგვიყენეს მრიცხველი და შემდეგ, აქეთ მოგვიდეს მიზეზი, რომ უკანონო თანხის გადახდა დაეკისრათ, მით უფრო, იმ დროს, როდესაც ჩვენ წყალი არ მოგვიხმარია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან, ეს მიზანმიმართული ქმედება, შესაძლებელია იყოს, იმ მიზნით, რათა თავისუფალ ტელევიზიას შექმნოდა პრობლემა, ან სულაც, იმისთვის, რომ მოახდინონ ფულის გამოძალვა.
ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მივმართავთ ყველა შესაბამის ორგანოებს და მივაღწევთ, რომ სიმართლემ გაიმარჯოს და ჩვენ არ გადავიხდით ამ უკანონოდ დარიცხულ თანხას, თუნდაც მოგვიწიოს მაუწყებლობის გაჩერება.
არ გადაუხდით იმ ორგანიზაციას, რომელიც ასე "ყაჩაღურად" გვექცევა და თანხას გვძალავს, იმისათვის, რომ თვითონ, ხელმძღვანელებმა, ყოველთვიურად, 20-25 ათასიანი ხელფასები გამოიწერონ და სადაც ხელმძღვანელების და რიგითი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასებს შორის განსხვავება 20-24 ათასი ლარია.
არ გადაუხდით უკანონოდ დარიცხულ თანხას, იმ ორგანიზაციას, რომლის მომსახურებაზე, თბილისის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკმაყოფილოა. რომლებიც, ყოველ ორ დღეში ერთხელ მოსახლეობას მთელი დღით უწყვეტავენ წყალს და იქით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად, წყლის ფულს სრულად ახდევინებენ. უკმაყოფილოა ადამიანები, მათი მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო მომსახურებით. დაზიანებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო მილებით.
არ გადავუხდით მონოპოლისტ, თავზეხელაღებულ ორგანიზაციას, რომლებიც თვლიან, რომ ყველა მთავრობასთან მორიგდებიან და ხალხი იყოს უკმაყოფილო. ორგანიზაცია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და ახლანდელ ხელისუფლებასთანაც მშვენივრად მორიგდნენ. ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელია ყველასათვის უცნობი, ობშორულ ზონაში - ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ორგანიზაცია შპს "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ"-ია და ამ დამფუძნებელი, გასაიდუმლებული ორგანიზაციის მფლობელი კი სრულიად გაურკვეველია.
არ გადავუხდით, იმიტომ, რომ როდესაც ეს ორგანიზაცია ტელეკომპანიას ასე უკანონოდ ექცევა, წარმოსადგენია, უბრალო მოსახლეობას, ხალხს, რას უზავს. ორგანიზაცია, რომელიც ყოველდღე ადამიანებს ატყუებს. რომელიც საქმის კეთების დროს, არ ასრულებს ვალდებულებას, ვადებს და წესებს.
არ გადავუხდით, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ მოვიგებთ ამ პროცესს!
მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს ამ საკითხის შესწავლა.
გთხოვთ, საკითხი გადასცეთ პროკურატურას, რათა შეისწავლონ, აქვს თუ არა ადგილი მიზანმიმართულ ქმედებას, რომ უკანონო ჯარიმის დარიცხვით, გაიუმჯობესონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა, ან თავისუფალი მედიის ფუნქციონირებას ხელი შეუშალონ.
ვთხოვთ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ შეისწავლოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ყველა უპასუხისმგებლო, თაღლითური და უკანონო საქმიანობა.
ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, სადაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თაღლითობის შესახებ ჩივის ორგანიზაციები, თუ ადამიანები. ვინმემ აგო პასუხი, თბილისის გოგირდის აბანოების გახმაურებულ საკითხზე, სადაც ფაქტებით ამტკიცებდნენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თაღლითობას? დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ასეთი რამე.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი სიმართლის დასაცავად, გავაჩეროთ მაუწყებლობა და ყველა თანამშრომელთან და მხარდამჭერებთან ერთად დავიწყოთ აქციები, იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, რომ დავამტკიცოთ ამ ორგანიზაციის უკანონობა"-ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა