დღეს რამაზან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა მეჩეთში ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე,
მოადგილე ნოდარ მიქელაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად დაბა ხულოს და ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის მეჩეთებში იმყოფებოდა. ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ ლოცვას და მუსლიმ მრევლს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

















