logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მეზღვაურის სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
გიორგი გახარია: მეზღვაურის სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
11:24 26.06.2017
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მიულოცა. გიორგი გახარიამ აკადემიის მეოთხეკურსელები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ტრეინინგ–ცენტრი დაათვალიერა და აკადემიის რამდენიმე ახალი ლაბორატორიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღებისა და ელექტროსამონტაჟო ლაბორატორიების შესაძენად საჭირო თანხა 2017 წელს აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო. „თქვენი სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმის საზღვაო აკადემია, რომელიც ბათუმისა და აჭარის რეგიონის განუყოფელი ნაწილია, ყოველთვის იყო საამაყო, საგანმათლებლო ორგანიზაცია“ – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გახარიამ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა. „ყოველთვის გვესმოდა, რომ ამ აკადემიისადმი ყურადღების დონე უნდა იყოს ძალიან მაღალი. ვიცით, რომ არის გარკვეული მიმართულებები, სადაც თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი მხარდაჭერა, მაგალითად, ვთვლით, რომ უნდა გქონდეთ პრაქტიკის გავლის უფრო კარგი და კომფორტული შესაძლებლობა. მთავრობა ამაზე ზრუნავს და მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში ამ საკითხს მოგიგვარებთ. ვცდილობთ, რომ თქვენთან ერთად ამ დარგს, ამ საგანმანათლებლო მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ენერგია შევძინოთ“ – აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ. მინისტრის შეფასებით, მეზღვაურთა განათლების ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიის წარმატებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ცენტრების განვითარების მიმართულებით. „კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თქვენი განათლების ხარისხი, თქვენი მომავალი შრომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რეგიონისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ“ – განაცხად გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობას, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის საზღვაო აკადემიისადმი გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სასწავლო–საწვრთნელი სიმულაცია firefinghting გამართეს, რომელსაც გიორგი გახარია და ზურაბ პატარაძე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საზღვაო აკადემია 360-მა სტუდენტმა დაამთავრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა