logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერმა სამუშაო შტაბში პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა
თბილისის მერმა სამუშაო შტაბში პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა
18:34 25.06.2017
დავით ნარმანიამ26 მაისის მოედანზე არსებულ შტაბში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. შეხვედრაზე თბილისის მერმაშესაბამისი კომპანიებისა და სამსახურებისწარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული კომპანიები და სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ, რაც მუშაობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია.

„ერთი კვირაა, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები მას შემდეგ, რაც დავიწყეთ პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ეტაპზე სამუშაოები ტარდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით. კომუნიკაციების მფლობელი ყველა კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ასრულებს პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის სრულად გამოცვლასა და მოწესრიგებას. ამის შემდეგ დავიწყებთ გზის საფარის აღდგენას. შეხვედრაზე ჩვენ შევაჯამეთ ის საკითხები, რაზეც გაცემული იყო დავალებები და ამ დრომდე მიმდინარეობდა მუშაობა. დავგეგმეთ, რომ სამუშაოები მომდევნო კვირას და შემდეგშიც კიდევ უფრო უკეთესი ტემპით წარიმართოს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდეს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო მონაკვეთში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამჟამად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული განახლების სამუშაოებს ახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT IngenieurburoWeidtექსპერტებთან ერთად ახორციელებს. ამ დროისათვის კომპანიის სამშენებლო ბრიგადები პეკინის გამზირის ხუთ მონაკვეთზე ერთდროულად მუშაობენ. უკვე გათხრილია 798 მეტრი სიგრძის ტრანშეა, მოწყობილია 389 მეტრი სიგრძის 355მმ-იანი და 165 მეტრი სიგრძის 160მმ-იანი წყალსადენის ახალი ქსელი.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
კომპანიის მენეჯმენტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას 24-საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს.

შტაბში გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა