logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისსპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისსპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო
14:55 23.06.2017
დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნინო ბერძულმა და ზაზა სოფრომაძემ, m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა პიერ ფერიმ და USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელმა თამარ სირბილაძემ საძირკველში კაფსულის ჩაგდებით აღნიშნეს.
აღნიშნული მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.
აღნიშნული საოჯახო ტიპის სახლი დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე 7 ბავშვი იცხოვრებს.
„m2-სთვის დიდი პატივია ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. არსებობს განსაკუთრებული საჭიროებები და ჩვენ, ყველამ ერთად - სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორებმა ყველა ამ საკითხზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
„სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გავხსენით ერთი ასეთი ტიპის დაწესებულება ქუთაისში, სადაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან რამდენიმე ბავშვი გადავიდა ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად. ამ მცირე საოჯახო სახლის აშენება საშუალებას მოგვცემს დამატებით რამდენიმე ბავშვი გადავიყვანოთ დიდი ინსტიტუციიდან ისეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები იქნება. იმედი გვაქვს, კერძო სექტორი კიდევ უფრო დაინტერესდება მსგავსი ინიციატივებით და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაეხმარება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს“ - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები, განათლება, ბევრი ჯერ კიდევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და დიდი ზომის ბავშვთა სახლში ცხოვრობს“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი პიერ ფერი: „ჩვენ მივესალმებით ბიზნეს სექტორის, კონკრეტულად m2-ის მხარდაჭერას სპეციალიზებული მომსახურებების განვითარების საქმეში. გაეროს ბავშვთა ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ეხმარება საქართველოს მთავრობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინკლუზიაში“.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა ინტეგრირებასა და ინკლუზიას. 2017 წლის მარტის თვეში საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, შრომის, ჯანდაცვისა, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარი დაუჭერა ქუთაისის სპეციალიზებული მომსახურების გახსნას. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მეორე ასეთი მომსახურების შექმნას თბილისში. სპეციალიზებული მომსახურებები შშმ ბავშვებს განვითარებისა და ინტეგრირების მეტ შესაძლებლობებს შესძენს“ - აცხადებს USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელმა თამარ სირბილაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა