საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში
შეხვედრა ჩაატარა ბავშვთა საკითხებთან ურთიერთობაში მყოფ ორგანიზაციებთან და უწყებებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ბავშვზე ძალადობის შემთხვევები განიხილეს და მათი აღმოფხვრის ეფექტიან ფორმებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე.

















