მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან დღეს 76 წელი შესრულდა.
1941 წლის 22 ივნისს,
გამთენიისას ფაშისტური გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ომის გამოუცხადებლად გადმოლახეს საბჭოთა კავშირის საზღვარი, რითაც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომი დაიწყო.
თავდაპირველად საბჭოთა არმია უკან იხევდა, თუმცა მოგვიანებით, არმიის სარდლობამ და გენერალსიმუსმა იოსებ სტალინმა შეძლეს ომის ბედის შემობრუნება და საბოლოოდ, 1945 წლის 8 მაისს ფაშისტური გერმანიის მმართველობამ უსიტყვო კაპიუტულაციას მოაწერა ხელი.
დიდ სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასამდე მეომარი იბრძოდა, საიდანაც ნახევარი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

















