logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 თსუ ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა
თსუ ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა
13:28 21.06.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+ პოზიცია დაიკავა. თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის Times Higher Education-ის მონაცემებით, 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. ევროპის 2017 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა.
ევროპის უნივერსიტეტები მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. ჩამონათვალს კვლავ ოქსფორდის უნივერსიტეტი ლიდერობს. მასთან ერთად ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფოს 90 სხვა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რაოდენობით მე-2 ადგილს გერმანია იკავებს (41 უნივერსიტეტი, მათგან უმეტესობა 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა).
2017 წლის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპის 35 ქვეყნის უნივერსიტეტებია წარმოდგენილი(https://www.timeshighereducation.com/student/best-universities/best-universities-europe)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც გასულ წელს „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა.
„თაიმსის“ რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებაა, საქმიანობის 12-წლიანი გამოცდილებით. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან.
თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი (გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით).
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც. რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier Scopus-ის ბაზაში იძებნება.
შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
• სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
• კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
• ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
• საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
• ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას, სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლევების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა