logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სპეციალური საიტი-imoqmede.ge ამოქმედდა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სპეციალური საიტი-imoqmede.ge ამოქმედდა
17:42 20.06.2017
ცვლილებები 20-მდე კანონში სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! − იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდებს. დღეს იუსტიციის მინისტრმა ახალი საიტის − imoqmede.ge − პრეზენტაცია გამართა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს.

imoqmede.ge იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს: შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე და სხვა. გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება. რა არის ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მისი მსხვერპლი, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო დაზარალებულებს, როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვის მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი ძალადობას შევესწარით − ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მიღება ახალი ვებგვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ. საიტს აქვს ღილაკი − ვუერთდები, რომლითაც ვიზიტორები თავის მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას. სპეციალური ფორმის საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებისა და მოსაზრების გამოთქმა ან შეკითხვის დასმა ვებგვერდის ადმინისტრატორებისათვის. ანონიმური შეტყობინების საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებაც, მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე.
გვერდზე განთავსებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღწერილია, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და აღკვეთის მიმართულებით; ძალადობის სტატისტიკა, სიახლეები, ვიდეოები და პოსტერები.
სოციალური კამპანიის #იმოქმედე! მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. წლის ბოლომდე ტრენინგი ყველა დიდ ქალაქსა და ყველა სოფელს მოიცავს, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. დღეისათვის სწავლებას 200-მდე მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი ტრენირებას 2500 მსმენელი გაივლის. სატელევიზიო ეთერში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სამი ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი გზავნილია #იმოქმედე! სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოყენებული იქნება ქუჩის ინსტალაციაც.
იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა