logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებს აჭარაში 9 სოფელი შეემატება
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებს აჭარაში 9 სოფელი შეემატება
21:57 19.06.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-6 სხდომას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს.
საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის ( ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი) სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.

,,მოხარული ვარ, რომ მაღალმთიან აჭარაში დამატებით 9 სოფელს მიენიჭება სტატუსი, რაც მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ უამრავ ოჯახს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რომელსაც მთის კანონი ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, ეს იყო ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებაც და მოსახლეობის დაკვეთაც. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ და ვზრუნავთ ჩვენს მოსახლეობაზე! ცვლილება, რომელიც მთის კანონში შედის საშუალებას მისცემს აჭარის მაღალმთიანეთის ათასობით ოჯახს ისარგებლოს ისეთი შეღავათებით, როგორებიცაა: საპენსიო დანამატი, სახელფასო დანამატი მედიკოსებსა და მასწავლებლებისთვის, ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის, შეღავათები ელექტრო მომარაგების გადასახადებსა და გათბობის უზრუნველყოფაზე. რაღა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს საგადასახადო შეღავათებიც. ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას და საშუალებას მისცემს მაღალმთიანეთში მცხოვრებ ადამიანებს იცხოვრონ ღირსეულად, იფიქრონ ბიზნესის წარმოებაზე და ამით ხელი შეუწყონ როგორც საკუთარ კეთილდღეობას, ასევე ქვეყნის წარმატებას”-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა