logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
09:43 17.06.2017
თბილისის მერიამ პეკინის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო მონაკვეთში მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა. სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ოპერატიული დავალებები მისცა. სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, თბილისის მთავრობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება.
„ჩატარდა სამუშაო შტაბის სხდომა, სადაც მივიღეთ ოპერატიული გადაწყვეტილებები. აღნიშნულზე დაყრდნობით, დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად მოძრაობა გახდა ცალმხრივი. ამაღამვე დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ “ -განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა