logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ზურაბ პატარაძე ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
17:12 16.06.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად, დღეს ანგისის დასახლებაში მდებარე სპორტული ბაზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ პატარაძეს მიმდინარე პროცესებისამუშაოების ხელმძღვანელმა გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ სპორტული ბაზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მარტო ქართველ სპორტსმენებს, არამედ სხვა ქვეყნის სპორტსმენებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ წვრთნები.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმისთვის. წლების მანძილზე ბათუმის დინამოს არ ქონდა საწვრთნელი ბაზა და ის წვრთნებს მეზობელ რაიონში აწარმოებდა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში მათ ექნებათ არაჩვეულებრივი ბაზა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი რამოდენიმე თვეში დასრულდება. ეს არის საკმაოდ ღირებული პროექტი - 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. ეს არის ბათუმის, წარმატება, ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო ამაღლება. ბაზა მოგვცემს საშუალებას გავმართოთ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რაც ხელს შეუწყობს ასევე სპორტული ტურიზმის განვითარებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 3 სართულიანი შენობა, რომლის მეოთხე სართულზე გათვალისწინებულია ტერასა მედია საშუალებებისთვის. მესამეზე კი - ადმინისტრაციული განყოფილება. შენობის მეორე სართულზე განთავსდება სასტუმრო, პირველზე კი საშხაპეები. ასევე იქნება კომერციული ფართები, პარკინგი და შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული.

დღეისთვის მიმდინარეობს მოედნების სტაციონარული სარწყავი სისტემებით, წყლის რეზერვუარების, ტერიტორიაზე მოსაპირკეთებელი ბეტონის ფილების, ბორდიურებისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები. ეწყობა ანძები და განათების სისტემა. სპორტკომპლექსს გაუკეთდება ქვის ღობე. მიმდინარეობს ლითონის ღობის სექციების დამზადება-მონტაჟი. ამჟამად მიმდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 1 მილიონ 380 ათასი ლარია.

საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენერგო სექტორ მშენი" ახორციელებდა. ბაზის მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანიის მიერ განხორციელდა მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოები. ტენდერის პირობების შეუსრულებლების გამო „ენერგოსექტორმშენი“ 240- 000 ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორიობანკისგან უკვე დაიბრუნა. ხელახალი გამარტივებული ტენდერი მიმდინარე წლის 14 მარტს გამოცხადდა. ახალი პირობების თანახმად პროექტი, რომლის ბიუჯეტი წინა შესყიდვის ბიუჯეტზე 800 ათასამდე ლარით ნაკლებია, 2017 წლილს 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. შესყიდვის ღირებულება 4 116 170 ლარია. სამუშაოებს ასრულებს შპს „მონოლითი-2005“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა