logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: პრემიები და ხელფასები კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში
„ახალგაზრდა ადვოკატები“: პრემიები და ხელფასები კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში
13:29 16.06.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისაში შრომითი ანაზღაურების საკითხთანდ აკავშირებით მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი კომისია, საქართველოში კვლავ ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, 2017 წლის მდგომარეობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისაში, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა შრომითი ანაზღაურების ოდენობა. ორგანიზაციამ ინფორმაცია დაამუშავა 2017 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც, კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიურ ხელფასს შეადგენს 16,640 ლარი, ხოლო კომისიის წევრების ყოველთვიური ანაზრაურებაა - 15,810 ლარი. 2014 წლის მდგომარეობით, კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიურ ანაზღაურებას წარმოადგენდა 13,312.00 ლარი, ხოლო კომისიის წევრების მიერ ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გახლდათ 12.648.00 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მარეგულირებელი კომისიამ დასაქმებული რვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მიერ მიღებული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ, მათი თანხმობის არარსებობის გამო, არ გასცა. ამასთან, დამუშავებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ელექტრონული კომუნიაკციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურმა შეადგინა 2,813,851.62 ლარი, ხოლო ამავე პერიოდის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტმა შეადგინა 9,410,000 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მართალია, მარეგულირებელი კომისია, არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან მთავრობის რომელიმე სარეზერვო ფონდიდან, მაგრამ კოლოსარული თანხების მიღებას უზრუნველყოფს კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელი პირებისგან. შესაბამისად, დაისმის საკითხი კომისიის საქმიანობის ეფექტურობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასთან. ოთხი ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც კომისიას გააჩნია: ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და გამოწვევების ფონზე, კვლავ არ არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კომისიის გავლენა და მონიტორინგი ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენტული ბაზრის შექმნის საჭიროებაზე, კვლავ სიმბოლურია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლავ აყენებს საკითხს - მართალია, კანონით კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა და ვალდებულია პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ საზოგადოებრივი მსჯელობისა და შესაძლებელია, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდეს, კომისიის მეტი ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინაიდან მისი შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც მოქალაქეების - მომხმარებელთა უფლებების ინტერესებთან და მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, პარლამენტმა ობეიქტურად უნდა იმსჯელოს კომისიაში შრომითი ანაზღაურებების ზედა ზღვარის დაწესებასთან, ვინაიდან არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში საჯარო ინტერესების გამოხატველი უწყება, თუნდაც მისი ფორმალური დამოუკიდებლობის პირობებში, პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების ან/და მოსამართლეების მიმართ გაცემული ყოველთვიურ შრომითბ ანაზღაურებაზე მეტს იღებდნეს და საქმიანობის სფეროს არსებითი გარდაქმნა არ ხდებოდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობოს პრობლემურ საკითხებზე სარეკომენდაციო წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს გადაუგზვანის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა