თბილისის რამდენიმე დასახლებას და ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმისIდა III მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების, ფარნავაზის გამზირის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, დავით ბაქრაძის, ვანის, ნორიოს, გროზნოს, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, თეთნულდის, ქინქლაძის, მოსაშვილის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რუისპირის, ოძისის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის, გუმბრის, ახალუბნის, საინგილოს, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაზისუბნის დასახლების, მეტეხის აღმართის, რუისისა და ჩეხოვის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე -მოსკოვის გამზირის(ნაწილობრივ) და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის, 10 საათიდან 17 საათამდე -ზღვისუბნის დასახლება II მიკრორაიონის, 11:30 საათიდან 18 საათამდე - მუხიანის I და II მიკრორაიონების, 10 საათიდან 17 საათამდე პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების, 10:30 საათიდან 13 საათამდე ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, ასათიანის, კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის და ანტონოვსკაიას ქუჩები, 13:30 საათიდან 15 საათამდე - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები.

















