მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგი „Google Earth-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ დაიწყო. ტრენინგს
თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანი იყო:
• ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას;
• ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებისას ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში;
• Google Earth-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით სასწავლო რესურსის მომზადება და მისი მახასიათებლების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში.
ტრენინგმოდული„Google Earth-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებისპროგრამის ფარგლებში შეიქმნა.კურსი 0,5 კრედიტიანია და 8 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათისგან შედგება.

















