ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე საზაფხულო იალაღებზე ნათელათში, კუნჭულეთსა და ჩიბუხნარში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესიკ ბაუჩაძე აგარის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელთან ბეჟან მიქელაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად იალაღებზე შიდა ელექტრო სისტემის მოწესრიგების პროცესს დაესწრო, მოიალაღეებს შეხვდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

















