logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან
წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან
11:42 15.06.2017
თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა სამ ახალ ისტორიას წარმოგიდგენთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდების წარმატებაში, რომელთა შესახებ მომზადებული ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე www.statusdonates.ge .

ახალგაზრდები სოფელ ნიქოზიდან

სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ დევიძე და მისი მეგობრები კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ ნიქოზში მათი თანატოლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ. ადგილობრივების გამოკითხვის შედეგად მარიამმა გაარკვია, რომ სოფელში ყველაზე მეტად ბიბლიოთეკები, გასართობი ცენტრები და სპორტული მოედნები სჭირდებათ. მოძიებულის საგრანტო დაფინანსებით მარიამმა და მისმა მეგობრებმა ნიქოზში ძველი შენობა ბიბლიოთეკად გადააკეთეს. ახლა ისინი სპორტული სკვერის კეთილმოწყობას გეგმავენ. ამ მიზნის მიღწევაში მათი მხარდაჭერა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.


პატარა ბალერინა
14 წლის ელენე ღაღანიძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამორჩეული მოსწავლეა. ის უკვე 6 წელია ცეკვავს. ელენეს მიზანია პრიმა-ბალერინა გახდეს და მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენაზე იცეკვოს, ის ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, ელენე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში, Ecole Superior de Danse Cannes Rosella Hightower-ში მიიღეს. ნახეთ როგორ ცეკვავს პატარა ბალერინა და მიიღეთ მონაწილეობა მის მომავალ წარმატებაში.

ნიჭიერი პიანისტი
ტატო ალანია კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე სწვლობს. ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა უკვე მიიქცია საერთაშორისო ყურადღება. ცოტა ხნის წინ ტატომ პრესტიჟულ გერშვინის კონკურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ის ნიუ-იორკში სექტემბერში მიემგზავრება. კონკურსზე ღირსეულად რომ წარსდგეს, ამისთვის ბევრს მეცადინეობს და ყველდღე დადის კონსერვატორიაში, რადგან საკუთარი ინსტრუმენტი არა აქვს.

საქველმოქმედო პლატფორმა www.statusdonates.ge-ის მეშვეობით უკვე ათზე მეტი პროექტი დაფინანსდა. თბილისის ზოოპარკს შეემატა ახალი ვეფხვი, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე გაემგზავრა არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა. მათ შორის, ანა ჩუბინიძე, რომლმაც თავისი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების კინოფესტივალზე წარადგინა. დაფინანსდა უსინათლოთათვის ადაპტირებული თამაში „აფორიზმობანა“ და სოფელ ძეგვში მდებარე თავშესაფრის რეალიბილიტაციის პროექტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა