საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის
კმ188–კმ198 (უშგული–ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ135–კმ157 (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

















