ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების გზის სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3,225 კმ-იანი გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა. გზა ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) 2200 მცხოვრებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს. გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულება 977 700 ლარია. სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს.

















