logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ნარმანია: ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩის ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ
დავით ნარმანია: ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩის ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ
15:02 14.06.2017
„ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩის ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორც ჩვენ ეს მიმდინარე წელს დავგეგმეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები.

„პეკინის ქუჩა სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია, სადაც დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაციის შესახებ. შესაბამისი რესურსები მობილიზებულია და სამუშაოები 16 ივნისიდან დაიწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გამო შეიცვლება სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტი. პირველ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

„ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, მოძრაობის მარშრუტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ასევე მცირედით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები და გავრცელდება მოძრაობის განრიგი.თბილისის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ტრანსპორტის სამსახურს მისცა.

„მესმის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ის არაფერია იმ დიდ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამ პროექტის განხორციელებით ქალაქი მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს. გარდა ამისა, 26 მაისის მოედანზე დროებითი შტაბი იქნება მოწყობილი, საიდანაც მოხდება პროექტის ოპერატიული მართვა.

თბილისის მერის თქმით, გარდა პეკინის ქუჩისა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მხოლოდ დიდ დიღომში წლების განმავლობაში განადგურებული და დაზიანებული გზის ფუნდამენტური აღდგენა მიმდინარეობს. ასევე სამუშაოები ხორციელდება ისნის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში. ქალაქის კეთილმოწყობი და რაიონული გამგეობები სამუშაოებს პრაქტიკულად ყველა რაიონში ატარებენ. გამგეობები შიდა კვარტალურ გზებზე მუშაობენ, ხოლო კეთილმოწყობის სამსახური შედარებით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს. ჩვენი ამოცანაა, წელსაც მინიმუმ 1,5 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დავაგოთ, რომელიც სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე წლის განმავლობაში ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა