logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  დავით ნარმანია: ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე-მცენარის შენარჩუნებაა
დავით ნარმანია: ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე-მცენარის შენარჩუნებაა
14:43 14.06.2017
„ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე- მცენარის შენარჩუნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის შეჩერების შესახებ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში 87 ხე-მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად შეაჩერა და ამის მიზეზი კერძო მესაკუთრე იყო. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.კერძოდ, საუბარია ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობაზე. რომლის პროექტიც მერიას კერძო კომპანიამ წარმოუდგინა. სამუშაოების დაწყებამდე დაგეგმილი იყო ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრაც და გადარგვაც, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გადარგვის შედეგად დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა გახმებოდა. უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მოგვეჭრა 87 ხე- მცენარე და აგვეშენებინა ესტაკადა, თუ შეგვენარჩუნებინა არსებული ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმოსთვის“ ავანსად გადარიცხული იყო მილიონი ლარი, მაგრამ ეს იყო გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიით, პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება ხეების შენარჩუნების მიზნით, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, პროექტის შეჩერებას კავშირი არ აქვს კერძო საკუთრებასთან.

რაც შეეხება წინასწარ ავანსის გადარიცხვას, დავით ნარმანიას განცხადებით, ავანსი არის შესაბამისი საბანკო გარანტიით გაცემული, რაც საბიუჯეტო თანხის დაკარგვას გამორიცხავს და უახლოეს დღეებში თანხა კომპანია „ზიმოს“ მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა