დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაინის, ვარკეთილი-3 დასახლების VII კვარტლის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ნავთლუღის II დასახლების, აკაკი წერეთლის გამზირის, რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ხიზანიშვილის, კობახიძის, გორგასალის, შავნაბადას, ბაქრაძის, რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, ჭიჭინაძის, ნაკადულის, ჭირნახულის, გახოკიძის, იუმაშევის, ქვილითაიას, კალოუბნის, წურწუმიას, გურჯიევის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიდი ხეივნის, II ხეივნის, გულუას და შავიშვილის ქუჩების, 12 საათიდან 14 საათამდე - ჟორდანიას, ლომინაძის, კოტე აფხაზის, თუმანიანის და შარდენის ქუჩების, 14 საათიდან 17 საათამდე - გორგასლის ქუჩის, 10 საათიდან 17 საათამდე - პეკინის გამზირის, მიცკევიჩის და კუტუზოვის ქუჩების, 18 საათიდან 20 საათამდე - ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე - ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების, 10 საათიდან 17 საათამდე - სოფელი წავკისის, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე - სოფელი ტაბახმელის და სოფელი შინდისის მაცხოვრებლები.

















