ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ზემო ხვედურეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სოფელ ზემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოიცავს:სახურავის მოწყობის,ეზოს კეთილმოწყობის და შიდა სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული საბავშვო ბაღი მოემსახურება ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ხუთ სოფელს (ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, ღვლევი, ქვენაფლავი). სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სამშენებლო“. პროექტი 2017 წლის ივლისში დასრულება.

















