logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო
გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო
12:36 12.06.2017
გურიის რეგიონში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გაეცნენ. მავნებლის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. შეწამვლითი სამუშაოები დღეიდან დაიწყო. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ. სურსათის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია და მოსახლეობას, ფერმერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

გია სალუქვაძის განმარტებით, გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია. შეწამვლითი სამუშაოებისთვის ჩამოტანილია ყველა საჭირო აპარატურა და მასალები. აღნიშნული სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს და იგი არანაირ ზიანს არ აყენებს პირუტყვსა და ფუტკარს. გურიაში ჯამში სულ 12 500 ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლება. შეწამვლის ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა.
მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ჩატარდა აქტიური საინფორმაციო კამპანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისთვის.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა