შპს “თბილსერვისჯგუფის” მიერ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გარეგანათების ჩართვა ყოველდღიურად მართვისა და კონტროლის
მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, არსებობს სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომელიც წელიწადის სხვადასხვა სეზონზე გარეგანათების ჩართვის განსხვავებულ დროს გულისხმობს. შესაბამისად, ზაფხულის დადგომასთან ერთად შეიცვალა აღნიშნული დრო და გარეგანათება ყოველდღიურად, 20:45 საათზე პროგრამულად ირთვება.

















