logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpoGeorgia 2017 გაიხსნა
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpoGeorgia 2017 გაიხსნა
14:31 09.06.2017
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpoGeorgia 2017“ დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpoGeorgia 2017 საგამოფენოცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ 9-11 ივნისს ტარდება. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის დააღნიშნა, საერთაშორისო გამოფენა WinExpoGeorgia ყოველწლიურად უფრო პოპულარული, ხოლო მასში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული ხდება.
,,საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდა. ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციის არსებობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს აღნიშნული გამოფენა ნათლად ადასტურებს - მონაწილეთა და ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, გამოფენის პარალელურად ტარდება ღვინის კონკურსიც, რომელსაც ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრები და წამყვანი სპეციალისტები, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილიმა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ჩოგოვაძემ და საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ.
წელს, WinExpoGeorgia 2017-ში 97 კომპანია სხვადასხვა სახის 170-ზე მეტი სახის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენენ. გამოფენაში 11 ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს.
გამოფენის პარალელურად 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი იმართება. კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე გამოავლენენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადაეცემათ. გამორჩეულ ღვინოს უმაღლესი ჯილდო გადაეცემა.
2017 წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები:
 საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი;
 საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;
 საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი;
 საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი;
 საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი;
 საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.
წელს კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან: ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო).
WinExpoGeorgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. 10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი.
WinExpoGeorgia ხელს უწყობს ბიზნესურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. გამოფენის ფარგლებში იმართება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა