logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთავრობამ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
მთავრობამ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
18:53 08.06.2017
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი.საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვის, ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების სრულყოფადა სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პრიორიტეტულია სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)გაფორმების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და განხორციელებას, რაც დარგის განვითარებისთვის და ზოგადად, აგრობიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.
კანონპროექტის მიხედვით, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები; განისაზღვრა პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის; ჩამოყალიბდა პრინციპი, რომლის მიხედვით, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მაღალი ოდენობის ჯარიმა; გამკაცრდება სანქციები ბიზნესოპერატორის მიერ განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობისთვის; განისაზღვრა პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის; შემოდის ელექტრონულ საჯარიმო ქვითარი; კოდექსში დაიხვეწა არსებული და დაემატა ახალი ტერმინები;
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვით მკაცრდება სანქციები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესის დარღვევისათვის.
მთავრობის სხდომაზე განხილული და მოწონებული კანონპროექტები განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა